aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მანქანა დაიწვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. ვიდეომასალა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მათი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. უწყების ცნობით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, მძღოლს პრეტენზია არ გააჩნია და, შესაბამისად, მომხდარზე გამოძიება არ დაიწყება.

იტვირთბა....