დღეს დიდი შაბათია, ვნების შვიდეულის ბოლო დღე, როდესაც მართლმადიდებელი მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან.
მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის დასაფლავებას იხესენებს. განსაკუთრებული მოლოდიანია იერუსალიმში. უამრავი მომლოცველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს ელის. მათ შორის არიან ქართველი მორწმუნეებიც.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის იქნებიან მომლოცველები საქართველოდან.
ცეცხლი პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში მიაქვთ და შემდეგ ყველა ტაძარში ვრცელდება. საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია ცეცხლს საქართველოში გვიან ღამით ჩამოიტას. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.