სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს. ეს პროცესი დღეს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე გასტანს.
”სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ სამინისტროში.