ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დარწმუნებული ვარ, რომ ქიმიური შეტევა რუსული მონახაზია”

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმა რუსეთმა დაგეგმა, – ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმა რუსეთმა დაგეგმა, რადგან ასადის რეჟიმი ამის გაკეთებას მარტო ვერ გაბედავდა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გამოცდა იყო.

“ტიპიურია ასეთი განცხადებების გაკეთება ასადისთვის და ტიპიურია რუსეთისთვისაც. როდესაც ალეპოს ბომბავდნენ, რუსეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ამბოხებულები აყრიდნენ ნაცარს ბავშვებს, რომ მსოფლიო მედიისთვის სცენა დაედგათ. უფრო ადრე, როდესაც საქართველო იბომბებოდა, რუსები ამბობდნენ არა, ეს ჩვენ არ ვართ, ქართველები არიან, რომლებმაც რუსეთის ფერებში გადაღებეს თვითმფრინავები და ისინი ბომბავენ თავიან ქალაქებსო. ახალი აქ არაფერია. პუტინი ყოველთვის ცდის დასავლეთს. ამას აკეთებს ფრთხილად და დინჯად. დარწმუნებული ვარ, რომ ქიმიური შეტევა რუსული მონახაზია, ასადი თვითონ ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. ასე გამოსცადა ახალი ადმინისტრაცია, როგორი იქნებოდა ტრამპის პასუხი. შედეგით კი არ მგონია, პუტინი ბედნიერი იყოს. მისთვის ამერიკის რეაგირება ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ნამდვილი კოშმარია. რუსები უკვე აღარ აქებენ ტრამპს და აღარც მოსწონთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....