ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის აღდგომასთან დაკავშირებით, ამანათების მიღება დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს 14 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

”სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....