ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სასამართლოს მიერ კილაძის და ელისაშვილის დადანაშაულება პრეცედენტულია”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟურნალისტ ელისო კილაძესთან და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატთან ალეკო ელისაშვილთან სასამართლო დავას და სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

“მინდა ყურადღება მივაპყრო ორ გადაწყვეტილებას, რომელიც პირადად ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყანაში ადამიანის პატივის, ღირსების დაცვის კუთხით, სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ თავის ადვოკატს მადლობა გადაუხადა. ის მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

“ცილისმწამებელ ალეკო ელისაშვილის და მეორე ცილისმწამებელ ელისკო კილაძის მიმართ წარმოებულ სარჩელზე მიაღწია მისი დასაბუთებული პოზიციებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ორივე საქმეზე დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი.

“ორივე გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ორივე გახლავთ ცილისმწამებელი. ამ თემაზე ნებისმიერი სპეკულაცია და ნებსიმიერი კითხვები უნდა დასრულდეს. გასაჩივრების შემთხვევაში, რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, იმდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ჩვენი მოქმედებები. ჩემი ღირსებისთვის ძალიან ღირებულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ფაქიზი ფაქტებით არავის ჰქონდეს მანიპულაციის უფლება. საქმე ეხებოდა პატიმრების თემას. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაზეთ „ქრონიკა +”-ის რედაქტორ ელისო კილაძეს სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა და ეკა ბესელიას მისამართით ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა დაეკისრა. ხოლო რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 1000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

იტვირთბა....