ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუღლის დაღუპვის გამო მაია რჩეულიშვილი შესაძლოა დროებით გამოუშვან

ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მისი მეუღლე,  მაია რჩეულიშვილი რამდენიმე დღით პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რათა დაღუპულ მეუღლეს უკანასკნელ გზაზე გამოემშვიდობოს,-ამის შესახებ “მეტრონომს” მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარი ცუცქირიძემ განუცხადა:

“არის ასეთი პრეცენდნეტი, პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებიდან უშვებენ ხოლმე თანხის გადახდის სანაცვლოდ რამდენიმე დღით, ბადრაგის თანხმლებით. ვფიქრობ, რომ მაია რჩეულიშვილთან მიმართებაში ამ წესს გამოიყენებენ.

რაც შეეხება რუსუდან კერვალიშვილს, ცოლისდაზე რამდენად გავრცელდება ეს წესი, ვერ გეტყვით.”-განუცხადა ადვოკატმა “მეტრონომს”.

”ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, 63 წლის ვახტანგ რჩეულიშვილი, ერთი საათის წინ, კლინიკაში  გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ვახტანგ რჩეულიშვილი ბოლო კვირების განმავლობაში თოდუას კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.

“ცენტრ პოინტის” საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

იტვირთბა....