გერმანიაში სასწავლებლად წასული ფეისბუქმომხმარებელი ნათია კაპანაძე, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, საქართველოდან ევროპისკენ თვითმფრინავით მგზავრობის შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
ნათია კაპანაძე:
ვიზალიბერალიზაცია კოპიტნარი – ევროპა
ამ ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია გაფრენა ინდუსტრიის მშენებელი მიუნხენიდან ინდუსტრიის მშენებელ ქუთაისში. თვითმფრინავში შესვლისას იმერელი სწიუარდესა ისე გამოგეგებება, თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენს გამოჩენას ელოდა. კარგ ხასიათზე დგები და იწყებ დაკვირვებას მონატრებულ თანამემამულეებზე.
სიტუაცია 1-ლი: ქართულ ენაზე მოგვესალმა ლიტველი ბორტგამცილებელი, სლავური გარეგნობის ლამაზი გოგონა. უკვე კარგად მოკალათებული, დიდად აქტიური, 37 მანათად გადმოფრენილი ,ნასმი-ნაჭმი-ნაცმი ქართველი ვაჟკაცი გამოეხმაურა უცხოელს შორიდან: (ახლოს რო ყოფილიყო შესთავაზებდა ,აბა ,,ბაყაყი წყალში ყიყინებს”, გიორგი ჭყონდიდელი და ,,ჩიტი, ციყვი, ჩხიკვი”, სწრაფად თქვიო): – სვეტაია შენ არ მეესწარი ჩემ მკლავზე გამოღვიძებასო.
ატყდა თვითმფრინავში სიცილი. პირობითად სვეტა იძულებული გახდა შეეწყვიტა უსაფრთხოების წესების მოყოლა. გაიღიმა და მშვიდად, აქცენტიანი ქართულით უპასუხა : “ბატონო მე მესმის კარტული და მაინც გისურვებთ მშვიდობიან ფრენას.” ასე უხერხულად დაიწყო ჩვენი თავგადასავალი.
სიტუაცია მე-2
ტურბულენტური ზონა
ა, კიდო შეგვაქანა …და დაიწყო მძიმე მონაკვეთი. ტუალეტთან არსებული ბირჟაც კი დაიშალა(ეს ფაქტი პირველად ვნახე ქართულ ფრენაზე. ბიჭები დგანან წრეზე უკან ტუალეტთან, სწიუარდესებს ელაპარაკებიან და ტუალეტში შესვლისას თავაზიანად გეკითხებიან: შედიხარ ჩემო დაიკო?). ტურბულენტურ ზონაში 10 წუთის მანძილზე ვფიქრობდი სიკვდილზე . ქალები აკივლდნენ, ბავშვები ტირიან ,კაცები დუმან. მე საფეთქლებთან თმას ვიქაჩავ საშიშროების პირდაპირპროპორციული სიმძლავრით. ამ დროს ერთი დამამშვიდებელი სიტყვაც კი დიდად ფასეულია.
მარცხნივ 75 წლის კოლორიტი ქუთაისელი კაცი მიზის, მარჯვნივ კარგად მოვლილი 40 წლამდე ასაკის სვეცკი ქალბატონი. პირველად ქალს შევხედე თვალებში, იმ იმედით, რომ რამეს იტყოდა ტურბულენტური ზონის უსაფრთხოებაზე. გადმომხედა სრულიად გათეთრებულმა და ჩაწყდარი ხმით, დიდბეჭდიანი ხელის ქნევით დამიმოწმა- 50 პროცენტი გვაქვს გადარჩენის შანსიო .
შემოვიშინე პატარაბეჭდიანი ხელი შუბლზე და მოვუბრუნდი მარცხენა მეზობელს , რომელსაც თავი მთელი ძალით აქვს მიწებებული სკამზე და უკვე ინსტიქტურად ყვირის- მე არ მეშინია, მე არ მეშინიაო. მივხვდი , რომ ამას ვერ დაველაპარაკებოდი და ისევ ჩემს თმებს ჩავაფრინდი. ახლა ცოტა გასწორდა თვითმფრინავი, მაგრამ ეს ჩემი 75 წლის მეზობელი მაინც ყვირის არ მეშინია და არ მეშინიაო. ამ დროს წინა რიგიდან წამოხდა ერთი შეშინებული ახალგაზრდა და მოაძახა: შე ოჯახაშენებულო, შენ რისი გეშინია, ცალი ფეხი ისედაც იქეთ გაქვს, საიქიოში უკვე არებს გიწერენო. ისევ ატყდა სიცილი და თვითმრინავიც გასწორდა. გადავრჩით.
სიტუაცია მე-3
თბილისი ქუთაისის მარშრუტკა: თავისუფლების მოედნიდან მიდიან მიკროავტობუსები პირდაპირ კოპიტნარის აეროპორტში. გადახვევების, ნაზუქების ჭამის და რიკოთზე ოსტრის დახვრეპის გარეშე. ფასი არის ორმაგი, მაგრამ აეროპორტის კარამდე მიყვანად ღირს. მოკლედ ამ მარშუტში თავს ვიყრით მთელი სვეცკი, ქუთაისის სიშორით აღშფოთებული, მხოლოდ ერთრუკზაკიანი საზოგადოება. განსხვავებული ჩვენ შორის გამოდგა 4 კაციანი გუნდი. მუსიკოსები, როგორც თვითონ თქვეს.
ესენი კარგად უნდა აღვწერო. შემდეგ სიტუაციაშიც გამოგვადგება. მოკლედ, ოთხი ახალგაზრდა. ყველაზე უფროსი 40 წლამდე იქნებოდა. მოვიდნენ და იკითხეს, ოდნავ წელში მოხრილებმა, ხრინწიანი ხმით-აქ მენეჯერი რომელი ხართო. გოგონა , რომელიც თანხას კრეფდა , მოტრიალდა და კითხვის ნიშნიანი თვალებით გახედა. ამ ლიდერმა გაიყვანა გვერდზე და რაღაცას უხსნის. ამ დროს ,,გამაცადინებული” ენაკვიმატი მძღოლი ტუჩზეხელმიფარებული მოგვიბრუნდა და აგერ ნახეთ ფული თუ აქვენ ახლა ამგენსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. მოკლედ კი იქნება, არ იქნება და მუსიკოსები ნახევრის ფასად წამოვიდნენ. მთავარი აქ ახლა რა არის: გზაში ამ შეღავათით წაყვანილმა ხელოვანებმა გაგვაჩერეს 5 ჯერ. დალიეს ყველა კოკა-კოლა, რაც დაინახეს. მოწიეს ყველა დასახელების მოსაწევი, გადავიდნენ ყველა ტუალეტში, რიკოთს იქეთ და რიკოთს აქეთ, გაშალეს ფეხი ყველა 200 მეტრში და მინიმუმ 20 წუთი აგვიანებდნენ ყველა გაჩერებაზე. ევროპაში მიდიან და აი ჰიპერაქტიურად ტრიპაჩობენ. გონზე არ არიან. დახარჯეს ის 50-50 ევრო რაც 5 დღეში უნდა დაეხარჯათ, მაგრამ როლში არიან. მაგარი მუსიკოსი ბიჭების როლში, რომლებიც პირველად მიდიან ევროპაში. გავუგეთ და ერთი საათის დაგვიანებით ჩავედით კოპიტნარში.
სიტუაცია მე-4
კოპიტნარი – ევროპა
ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდა რიგიანი , პროფესიონალი პერსონალი. რეგისტრაციამ დიდებულად ჩაიარა და შევედით “დუტი ფრიში”. როგორც მოსალოდნელია, აქ იყიდება სხვადასხვა ინტერნაციონალურ საქონელთან ერთად ძირითადი ქართული პროდუქცია: ღვინო, ტყემალი, ჩურჩხელა და კიდევ სუვენირები.
ყველაფერი აეროპორტისთვის დამახასიათებელი სიძვირით, მაგრამ რო შევესიეთ ეს ქართველები ამ 16 ლარიან ტყემალს და 22 ლარიან ჩურჩხელას , ჩვენს დანახვას არ სჯობდა არაფერი. მეტი ოდენობით გაიყიდა ვისკი და კონიაკი ყველაზე დიდ ბოთლებში ( აუცილებლად უნდა დათვრე თვითმფრინავში. პახმელიაზე ევროპა ასწორებს).
გზაში შეიქნა სმა და გაქანდა სადღეგრძელოები:
“აკადემიააა ქართულ სუფრას მიტომ უწოდეს….”
“დავით აღმაშენებელის მამა (ზუსტი სახელი არ ახსოვს)ბიჭო ჩემ ეზოზე დააჭენებდა ცხენს და ევროპა გვასწავლის კულტურას ჩვენ?
მოდი ბიჭებოოო, ვისაც ჩვენი დანგრეული არ მოწონს იმის დალაგებული მო…ან!”
…და ასე ინტელექტის და კულტურის ზარ- ზეიმში გაისმა სხვა ზარიც. ამჯერად საფრთხის სიგნალი – ვიღაცა ტუალეტში სიგარეტს ეწევა. ამ დროს გგონია, გეცემა თავზე მეხი (პირდაპირი მნიშვნელობითაც და გადატანითაც). რას ქვია მოწია კაცო?!!!!!! გაიღო ტუალეტის კარი და გამოვიდა სანაქებო მუსიკოსი, გამომეტყველებით ,, ხო ავიხსენი აღვირი?!”. მივიდა სვეტა და რომ ვერ წარმოიდგენთ ისეთი სიმშვიდით მიმართა, რომ შეიძლება თვითმფრინავი წყობიდან გმოვიდეს და რომ მოწევისთვის ბორტზე დიდი ჯარიმაა. ჯარიმის ხსენებაზე მოცვივდნენ დანარჩენი მუსიკოსები და სვეტას გაბადრული, დაპატარავებული სახით ეუბნებიან : “იცი ეს რა პიროვნებაა? ვაპატიოთ, მოდი ვაპატიოთ.” სვეტამ კიდევ ერთხელ გაუღიმა… აეროპორტში 800 ევროთი დააჯარიმეს ხელოვანთა გუნდი.

სიტუაცია მე-5
ქუთაისლების და თბილისლების დაპირისპირება
ზემოთ ნახსენები ნასმი-ნაჭმი-ნაცმი ქუთაისელი კაცი კვლავ აგრძელებდა აქტიურობას. სვამდა ვისკის უზარმაზარი ბოთლიდან და მღეროდა ,,ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთოს ”. ბორტგამცილებელი, სახელად მიხეილი, მიუახლოვდა ამ მომლხენს და შეახსენა, რომ ვინაიდან ის არღვევდა წესრიგს, შეეძლო ავარიულად დაესვა თვითმფრინავი, აღნიშნული მგზავრი დაეტოვებინა და მის გარეშე გაეგრძელებინათ ფრენა. ვარდენი გაგიჟდა და გულზე დახედა სწიუარდესას სახელს – მიხეილს მიმართა : მიშაია, ქე ვიცოდი რაცხა შეუხედავი ვიყავი, მარა ამდენ ხალხში რაღა მე ამომარჩიე შე ოჯახაშენებულო. აქანე არსად დამტოვო თუ არა ქუთაისში ვერ ჩამოადგამ ფეხსო.
კი ვიცინოდით ამ დროს დანრჩენები, მაგრამ იფეთქა თბილისურმა სულისკვეთებამ და ვარდენის იუმორი გააყოლა წყალს : ამ ქუთაისლების ,,იქინე- აქანემ” ხო შეგვაწუხა მთელი თბილისიო. მოუბრუნდა მომლხენი და მიუგო : -თუ წუხდები ჩემო დაია აქანე, დეეტიე იქინე თბილისშიო. ევროპაში კოპიტნარიდან ჯერ ადგილობრივები მივფრინავთ და მერე ჩამოსულებიო. ქუთაისელმა მოიგო
სიტუაცია მე-6
დიდად გასვეცკებულები ისეთი ადამიანები, წელიწადში ორჯერ- სამჯერ რომ იფრენენ და თავი ჭეშმარიტი კოსმოპოლიტები ჰგონიათ. აეროპორტშიც, თვითმფრინავშიც და ალბათ სახლშიც დადიან ძალიან შეწუხებული და ,,ეს რა დონეა ” , ყოვლისმცოდნე გამომეტყველებით. ერთი ასეთი წყვილი შემოვიდა გაფრენამდე ცოტა ადრე, ყველანი მოკალათებული, ჩანთებდაბინავებულები ვიყავით. გახსნეს საბარგული. მოჰკიდა ქალმა ჩემს ჩანთას ხელი, გამოიღო, დადო თავისი მის ადგილას და დასაჯდომად გაემზადა. დავუკაკუნე ძვირადღირებულ ტყავის ქურთუკზე ორი თითი და ვანიშნე ისევ იქ დადე ჩანთათქო. აქ მოხდა მის ტვინში რაღაც იშვიათი. მას, ყველაფრის მცოდნეს, რაღაც შეუსწორეს. ეს ხომ დაუშვებელია და პროტესტის ტონით მომიგო : “რა მოხდა ტო , ბომბა გიდევს? სოფლის ავტობუსია იმენნა.” დამცინავად გადმომხედა, მაგრამ ჩემი ჩანთა თავის ადგილას დააბრუნა.
მეც მინდოდა ნიშნისმოგებით შემეხედა, მაგრამ გაღიმებულმა ორივე თვალი ერთდროულად ჩავუკარი და როგორც სოფლის ავტობუსის მგზავრმა ისე გავიხედე ფანჯარაში. ჩასვლისას ჩემი ჩანთა გადმომაწოდა და სასიამოვნო ხმით დამემშვიდობა.
ეს სიტუაციები ალბათ სხვებსაც ბევრჯერ შეგხვედრიათ. ბევრი თავად ხართ პერსონაჟები. თუ ის არ ვიცით როგორ მოვიქცეთ საზღვრებს იქეთ, ის მაინც ვისწავლოთ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. და ბოლოს : ლიჟბი აქედან წავიდე კი არა, წიგნი გადაშალე და წაიკითხე რამდენი გააკეთეს დანარჩენმა ქართველებმა იმისთვის, რომ შენ ლიჟბი აქამდე მოსულიყავი!
www.postalioni.com