დორტმუნდის “ბორუსიას” საკლუბო ავტობუსთან განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი გერმანიის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებდა. მათ საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა უკვე ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსიასა” და “მონაკოს” საფეხბურთო კლუბების მატჩის წინ აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც “ბორუსიას” მცველი მარკ ბარტრა დაშავდა. მატჩი გადაიდო და ის დღეს გაიმართება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ აფეთქება ტერორისტული აქტია და “ისლამურ სახელმწიფოს” უკავშირდება.