ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობით მოხმარება აღარ დაისჯება

მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობით, 70 გრამამდე მოხმარება დასჯადი არ იქნება. იგეგმება ჯარიმების შემცირებაც, სავარუდოდ – 500-იდან 300 ლარამდე.

მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით, კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება, შესაბამისად, კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.

მარიხუანის შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა – 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად.

კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

ცვლილებები ხორციელდება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში.

ყველა საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

იტვირთბა....