aviabiletebi
საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: სასულიერო პირების მიმართ კამპანია, მედიის რამდენიმე წარმომადგენლის დახმარებით, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ამოქმედდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

,,აშკარაა რომ ეს ყველაფერი ჯდება კარგად დაგეგმილ განზრახ სტრატეგიაში. რამდენიმე თვეა რაც ამუშავდა მანქანა (და საერთოდ ეს მანქანა საიდან იმართება, ხომ ცნობილია) არა მხოლოდ კერძო სასულიერო პირების მიმართ, არამედ, ზოგადად, საპატრიარქოს დისკრედიტაციაზე (ვითომც პატრიარქის გამონაკლისით, მაგრამ სინამდვილეში მასზედაც ვრცელდება ირიბად).

ამ კამპანიის ერთგვარ კულმინაციად მოგვევლინა პატრიარქზე “მკვლელობის მცდელობის” სცენარი. ახალი ტალღა კი ახლა დაიწყო- სწორედ ვნების კვირაში- დედაოების დისკრედიტაციაზე ორიენტირებული, რომლებთა მიმართ არ არსებობდა დღემდე საზოგადოებაში ის უარყოფითი განწყობები, რაც ზოგმა სასულიერო პირმა, თავიანთ ცხოვრების სტილით დაიმსახურეს.

ვის აწყობს იმ ინსტიტუტის დასუსტება, რომელიც ამ ქვეყანაში სარგებლობს უდავო ნდობით და პატივით (იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიცით  მღვდელთა შორის, როგორც სხვა ადამიანებში, არიან ცოდვილნი)?

ეს დარტყმა ხორციელდება – და ამაზე დავფიქრდეთ – იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე   დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ყველაზე მყარ საყდენს წარმოადგენს… ამდენად არ შეიძლება ეს ორგანიზებული კამპანია (და მასში მონაწილე ნებსით თუ უნებლიედ, ზოგიერთი მედია და ჟურნალისტები) არ განვიხილოთ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ამოქმედებულ ძალად! ძალად რომელიც მართულია ქვეყნის მიმართ არაკეთილმოსურნეებისგან.”-წერს ზურაბიშვილი. 

იტვირთბა....