ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

დორტმუნდის “ბორუსიის” ავტობუსის ამფეთქებელმა წერილი დატოვა

დორტმუნდში აფეთქების ადგილზე წერილი იპოვეს. წერილში ავტორი „ბორუსიას“ ფეხბურთელებზე თავდასხმის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია დამნაშავის პიროვნებას ადგენს, რომელმაც გერმანული გუნდის ავტობუსის სიახლოვეს სამი აფეთქება მოაწყო. ამასთან, გერმანიის პოლიცია არ ადასტურებს, რომ ეს ტერაქტი იყო. დორტმუნდის პოლიციის თავკაცი გრეგორ ლანგე მომხდარის მიუხედავად უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე საუბრობს.

„ბორუსიას“ მცველმა მარკ ბარტრამ ასხლეტილი შუშისგან ჭრილობა მიიღო. მცირეოდენი ჩარევის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი საავადმყოფოდან შუაღამით გამოწერეს.
ფეხბურთელის გარდა დაზიანდა პოლიციელი, რომელიც გუნდს მოტოციკლით აცილებდა.

შეგახსენებთ, გუშინ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა. გერმანიის პოლიციის ცნობით, თავდასხმის სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ აღმოჩნდა. გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა გუნდი ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიემართებოდა.

 

 

იტვირთბა....