ე.წ. მატროსოვის ციხეში, „ციანიდის საქმეზე“ დაკავებულ მამა გიორგი მამალაძესთან ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე იმყოფება. ლომიძის განცხადებით, ევროსასამართლოსთვის საჩივარს ამზადებენ. იურისტის თქმით, გაუთქმელობასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მისი განცხადებით, ადვოკატებს გაუთქმელობის გამო, მტკიცებულებების მოპოვების და გახმაურების უფლება არ ეძლევათ, რაც ბრალდებას პრივილეგირებულ სიტუაციაში აყენებს.
ლომიძის თქმით, ევროსასამართლოში საჩივარს 5 მაისამდე – საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე შეიტანენ, რომ ადვოკატებს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა მიეცეთ.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. უარის შემდეგ დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას, რომელზეც ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ერთად იმუშავებენ.