თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.