სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უჩა ძოძუაშვილის თანაშემწე ადასტურებს. როგორც ის ამბობს,
ძოძუაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და მივლინებით საუდის არაბეთში იმყოფება.
ძოძუაშვილი თანამდებობიდან მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი 2016 წლის მაისში, კახეთში მოსული სეტყვა იყო, რა დროსაც სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებმა არ იმუშავა, მაშინ ხიდაშელმა დელტას უფროსი თანამდებობიდან გადააყენა და გენ ინსპექციას ამ ფაქტის მოკვლევა დაავალა. უჩა ძოძუაშვილმა კი მაშინ განაცხადა, რომ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დელტა მაქსიმუმს აკეთებდა.