საზოგადოება

“ძალიან მიყვარდა გივი ბერიკაშვილი…”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან მიყვარდა გივი ბერიკაშვილი. ბრწყინვალე ადამიანი, ბრწყინვალე მსახიობი, ბრწყინვალე რესპონდენტი. ნათელი დაუმკვიდროს ღმერთმა”-წერს გრიგოლია.

დღეს, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე  – თამარაშვილის ქ. N.17/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც მსახიობს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

იტვირთბა....