თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძის განცხადებით, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებთან შეთანხმება მიღწეულია და 345 დაზარალებულს 3000 ლარი გადაეცემა:
,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთნავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა”, -განაცხადა რიმა ბერაძემ.
30 იანვარს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ და მიმდებარე საწყობები ხანძრის შედეგად სრულიად დაიწვა.