საზოგადოება

“თქვენ არასდროს დაგივიწყებთ ქართველი ხალხი!”: თამრიკო ჭოხონელიძე გივი ბერიკაშვილს ემშვიდობება

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“უფალმა გაანათლოს თქვენი სული ჩემო და ჩვენო საყვარელო ბატონო გივი!თქვენ არასდროს დაგივიწყებთ ქართველი ხალხი!გვიყვარხართ!”-წერს ჭოხონელიძე.

დღეს, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე  – თამარაშვილის ქ. N.17/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც მსახიობს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

იტვირთბა....