უფლბადაცველი ლია მუხაშავრიას განცხადებით, სასამართლო სისტემაში სერიოზული კრიზისია. რისი მთავარი მიზეზიც ხელისუფლების ,,ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციის გაგრძელებაა.
მუხაშავრიას თქმით, ის ფაქტი, რომ სტრასბურში მოსამართლეების წარდგენის თარიღმა გადაიწია ცხადყობს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი არარსებობას.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ზურაბ ადეიშვილთან გარიგება გადაწყვიტა და ამ გზით, წულუკიანი ცდილობს სტრასბურგში საქართველოდან შესული მოქმედი მოსამართლის დახმარებით სარჩელების სტატისტიკა შეამციროს.
,,რუსთავი 2“- ის საქმეზე პრეცენდენტური გადაწყვეტილების გარდა, სტრასბურგში მოქალაქეების უამრავი სარჩელია შესული, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთვის დიდი თავსატეხია.
,,ეს უწყება ცდილობს მოქალაქეებთან გარიგების სანაცვლოდ, სტრასბურგში სარჩელების სტატისტიკა შეამციროს. ეს იციან ევროპის სასამართლოს მოსამართლეებმაც და საკუთარ დამოკიდებულებას მსგავსი გარიგების მიმართ დაუფარავად აფიქსირებენ.
როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ევროსასამართლოში თეა წულუკიანის შერჩეული სამი კანდიდატი არაკვალიფიურად ჩათვალეს, უწყებამ გადაწყვიტა სწორედ ზურაბ ადეიშვილთან გარიგებულიყო.
ფიქრობენ, რომ სანამ ახალი მოსამართლე გაერკვევა, უმჯობესია არსებულთან გავრიგდეთ და მისი საშუალებით ვცადოთ უხერხულობის მოგვარეობა. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ მოსამართლეების რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია – სტრასბურგში წოწორიასთან მოლაპარაკების პარალელურად აქაც საკმაოდ არასასიამოვნო შიდა დინებებია“,- აცხადებს ლია მუხაშავრია ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.