არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს. საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე „მოძრაობა ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იწყებენ ზეპარტიულ, ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას კონსტიტუციის დასაცავად. მან კოლეგებს მოუწოდა, საკონსტიტუციო კომისიას გაემიჯნონ.
„ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არა ქართული, არამედ მისი მთავარი მიზანია არაფორმალური მმართველობის გავრცობა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციების შთანთქმის და მოქალაქეების პოლიტიკური უფლების მოწყობის ხარჯზე,“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციური ცვლილებებით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ეროვნული უშიშროების საბჭო.
„ხელისუფლება და ეს საკონსტიტუციო კომისია სპობს კონსტიტუციას,“ – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.