ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ „ყაზბეგი-ზემო ლარსის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ზვავსაშიშროების გამო დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. უწყებაში აღნიშნეს, რომ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნის შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

იტვირთბა....