ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გივი ბერიკაშვილს 13 აპრილს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე  – თამარაშვილის ქ. N.17/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც მსახიობს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

დღეს, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....