ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოგიწოდებთ დატოვოთ საკონსტიტუციო კომისია“

ახალი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი,ლევან ხაბეიშვილი,სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას,არასამთავრო ორგანიზაციასა და ექსპერტებს დატოვონ,უმოქმედო  საკონსტიტუციო  კომისია.

„საკონსტიტუციო კომისია არის უმოქმედო. ემსახურება ბიძინ -ხუშტურიცას “იდეების” გაპრავებას და ამ ყველაფრის კონსტიტუციაში ასახვას.

ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექპერტებს მოგიწოდებთ დატოვოთ უმოქმედო კომისია !

პ.ს. შეგახსენებთ , რომ რეალური პრობლემების გარდა მსჯელობენ ყველაფერზე. მაგალითად : ვინ აირჩიოს პრეზიდენტი ? პრეზიდენტი არ უნდა იყოს ამბიციური. გაუქმდეს საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობა და ასე შემდეგ.

ასევე არ უსმენენ და იზიარებენ არავის პოზიციას. #ახალისაქართველომ იმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებაზე და კომისიას შესთავაზა 47 პუნქტიანი ცვლილებების პაკეტი”- აცხადებს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....