ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ას-სისიმ მოსახლეობას ამცნო.
როგორც მან განაცხადა, შექმნის ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლეს საბჭოს, ასევე ის ამბობს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა ექსტრემიზმთან საბრძოლველად ძალისხმევა გაააქტიურეს.
ცნობისთვის, 9 აპრილს ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში თვითმკვლელების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 47 ადამიანი ემსხვერპლა და ასამდე დაშავდა.