ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოსი ძმები მალე დარწმუნდებიან, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მათი იზოლაციისა და ოკუპაციისკენ“

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად არის ინფორმირებული და არ აღიარებს იქ მიმდინარე პროცესს, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისა და ე.წ. რეფერენდუმის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„ამას არაფერი აქვს საერთო ოსი ხალხის ნების გამოხატვასთან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ ტერიტორიიდან გამოდევნილია ასობით იქ მცხოვრები ადამიანი. ცხინვალის რეგიონი იქცა მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ჩაკეტილ სივრცედ, სადაც ხალხს არ აქვს არანაირი პროგრესის განცდა. ჩვენი ოსი ძმები მალე დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მათი იზოლაციისა და ოკუპაციისკენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იტვირთბა....