ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს უსამძიმრებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს უსამძიმრებს.

”10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.

არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.

იტვირთბა....