თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მისულმა სამაშველო ბრიგადამ საცხოვრებელ სახლში ადამიანის გვამი იპოვა. საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც სახანძრო ბრიგადა ოპერატიულად გამოცხადდა. ნაპოვნი გვამი 70 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, კაცი დანით მუცლის და სახის არეშია დაჭრილი.მათი ვარაუდით ბინას ცეცხლი, როგორც ჩანს, შემდეგ წაუკიდეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
„სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა. ხანძარი მაშველებს 8 კვ.მ-ზე დახვდათ. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა, რის შემდეგაც სამაშველო ბრიგადამ ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.