სასტუმრო კომპლექს „ლოპოტაში“ ცეცხლი 2 სართულიან კოტეჯს უკიდია, რომლის ჩაქრობასაც 6 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
სასტუმროს წარმომადგენლების ცნობით, ხანძარი კოტეჯის სახურავიდან გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია თელავის, ახმეტისა და ნაფარეულის სახანძრო სამაშველო ბრიგანედბი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის მოცულობა ამ დროისთვის უცნობია.
სამაშველო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.