წერეთელზე, წუხელ, გვიან ღამით, სამარშრუტო მიკროავტობუსი შუახნის მამაკაცს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდეწის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.