შვედეთის პრემიერის განცხადებით, სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული. სტეფან ლოფენის განცხადებით, პოლიცია ასევე ადასტურებს გასროლის ფაქტსაც. თვითმხილველის თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლს ნიღაბი ეკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 3 ადამიანია დაღუპული, ხოლო 8 ადამიანი – დაშავებული.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა არის ათობით დაშავებული, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
როგორც შვედეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, ყველაფერი ტერორისტულ აქტზე მიუთითებს.
სროლის ხმა ისმოდა ქალაქის მეორე ნაწილშიც.