ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტი იმ ტერმინოლოგიით საუბრობს, როგორც – ოპოზიცია“

„არ არის სასიამოვნო, როცა პრეზიდენტი როგორც მხარე ისე ლაპარაკობს“- აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ.

„დასაწყისი იყო ბრალდებების შემცველი. ჩვენ არ ველოდებოდით, რომ მისი მხრიდან იქნებოდა ქება-დიდება. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა პრეზიდენტი როგორც მხარე იმ ტონით ლაპარაკობს და არა როგორც ნეიტრალური. ჩვენ ვაპირებთ მას ფაქტებით  ვესაუბროთ. ყველა მის ბრალდებაზე გვაქვს კონტრარგუმენტი“- განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა სასამართლოსთან მიმართებაში არასწორი აქცენტები გააკეთა. როგორც ბესელია ამბობს, მისი მხრიდან ჩვენ მხოლოდ ვეტოებით დახუნძლულ სტატისტიკას ვხედავთ.

„ჩვენ ქება არ გვინდა, ჩვენ გვინდა ობიექტური აღქმა რეალობის.  პრეზიდენტი სამწუხაროდ მხარეა. ის თავად ინაცვლებს იმ სივრცეში, რომლიდანაც გვესაუბრება. გაცდა მიუკერძოებელი არბიტრის სივრცეს და საუბრობს იმ ტერმინოლოგიით, როგორითაც საუბრობს ოპოზიცია“- აღნიშნა ბესელიამ.

დღეს, პრეზიდენტი პარლამენტში ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. 2-საათიანი შესვენების შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება.

იტვირთბა....