ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოიკოტის გამომცხადებელი პარტიები და პოლიტიკოსები როგორ ამთავრებენ კარიერას, კარგად გვახსოვს”

პირველმა ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში შეაფასა, სადაც გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას თავადაც ესწრებოდა:

 

“ვფიქრობდი პრეზიდენტი უფრო მომზადებული იქნებოდა გამოსვლისას და უფრო ჩაუღრმავდებოდა მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მან სხვა მიმართულება აირჩია და არაობიექტური იყო. მისი შეფასება ეკონომიკურ განვითარებაზე არასიღრმისეული იყო.”-განაცხადა კახი კალაძემ.

 

კახი კალაძემ აღნიშნა, რომ ბოიკოტის გამოცხადება პოლიტიკოსებს და პარტიებს ცუდად უმთავრდებათ:

“თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას აკრიტიკებს, ეს მიუღებელია, რადგან ამ კომისიაში ყველაა ჩართული. მის სამ წარმომადგენელსაც ჰქონდა შეთავზება რომ ჩართულიყო, მაგრამ მათ ბოიკოტი გამოაცხადეს. ბოიკოტის გამომცხადებელი პარტიები და პოლიტიკოსები კი როგორ ამთავრებენ პოლიტიკურ კარიერას, წინა ხელისუფლებიდან გვახსოვს კარგად. თუ მათ მართლა აქვთ სურვილი ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიაში-ჩაერთონ. თუმცა მათ რეალურად ამის სურვილი არ აქვთ და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამას”. -განაცხადა კახი კალაძემ.

იტვირთბა....