7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. დღესასწაული მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.
ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით).
სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.