ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო”

 

გურამ რჩეულიშვილმა გლდანის საპყრობილის დატოვების შემდეგ განცხადა, რომ  ბრალდებაზე ორ სიტყვაში ვერ ისაუბრებს და მთავარი პრიორიტეტი მისთვის ციხიდან დედის გათავისუფლებაა:

”მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია. როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო”, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

ამავე საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

იტვირთბა....