საზოგადოება

“არ დაყაროთ ნაგავი და არ იქნება ჯარიმა, არც დიდი, არც- პატარა!”

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ახალ რეგულაციებს, რომელიც ნაგვის დაყრასა და სიგარეტის მოწევის აკრძალვას შეეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მე მაპატიეთ და… „ევროპაში შესვლა” (საოცარი ტერმინი), სიგარეტის ყველგან მოწევა და ქუჩაში სადაც გაგიხარდება ნაგვის დაყრა – ერთმანეთთან ვერ მოდის. მავნე ჩვევების გამოსწორების მცდელობაზე რომ ასეთი ამბავია, ამ ხალხს რამე კარგი რომ აუკრძალო, ხომ მოხდება რევოლუცია?!

სიგარეტი კიდევ გასაგებია – მწეველისთვის ერთგვარი კომფორტია, სადაც არის, იქვე გაბოლება, ნაბიჯის გაუდგმელად, მაგრამ საკუთარი ქალაქის თუ სოფლის სისუფთავეს ამდენი მოწინააღმდეგე თუ გამოუჩნდებოდა, თან ისტერიული, ნამდვილად არ მეგონა.

რა ამბავია ამხელა ჯარიმებიოო?!

 

არ დაყაროთ ნაგავი, თქვე ოხერტიალებო, და არ იქნება ჯარიმა, არც დიდი და არც პატარა.

 

სიბინძურე – ესეც ჭამა-სმა-მოწევის მოთხოვნილება ხომ არაა?!” – წერს შარაძე.

იტვირთბა....