ახალი ამბები მთავარი

„ჩემი ქმარი გამართლდება, მას ცრუ ბრალდებები აქვს წაყენებული“

გუკა რჩეულიშვილის ციხიდან გამოსვლას, მისი ოჯახის წევრები ელოდებიან. მისი მეუღლე ლელა კილაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის  უდანაშაულოა და საბოლოო ჯამში გამართლდება. კილაძე მიიჩნევს, რომ გურამ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული.

“9 თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული”, – განაცხადა ლელა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.  გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

შეგახსენებთ, რომ გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

იტვირთბა....