გუკა რჩეულიშვილის საპატიმროდან გამოსვლას მისი მეუღლე, ოჯახის სხვა წევრები და ახლობლები სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან ელოდებიან.
მედიასთან კომენტარი რუსუდან კერვალიშვილის შვილმა ნინო დარასელმა გააკეთა. მისი თქმით, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც სახლში იქნება.
„გუკას გათავისუფლება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “ცენტრ პოინტის” საქმეები დაიძრას და დაზარალებულებმა სახლებში შესვლა დაიწყონ… ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე, თან ვახოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის და მიხარია, რომ მისი შვილი გვერდით იქნება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ საქმეების წინ წაწევას, რომელიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული”- განაცხადა დარასელმა.
მან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.