ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაია რჩეულიშვილს აღმკვეთი ღონისძიება გაუუქმდა: მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

“ცენტრ პოინტის” სასამართლო პროცესზე საინტერესო ფაქტი მოხდა. “მაგნოლიის” ეპიზოდის საქმეზე, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ამ ეპიზოდზე დაკავებულ მაია რჩეულიშვილს და გურამ რჩეულიშვილს აღმკვეთი ღონისძიება გაუუქმდათ, რადგან მათ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გაუვიდათ.

თუმცა, რადგან მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე უკვე მიესაჯა 4 წელი, ის საპატიმროს ვერ დატოვებს.

რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, ის ტექანიკური პროცედურების დასრულების შემდეგ, გლდანის 8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე საათში დატოვებს.

იტვირთბა....