გუკა რჩეულიშვილი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. კერძოდ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გუკა რჩეულიშვილის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ითხოვა.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლოს სთხოვა, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს.
პროკურორებმა გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევაც ითხოვეს, რადგან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.
აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გუკა რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.
ამავე საქმეზე ბრალდებული „ცენტრ პონტ აჭარას“ თანამშრომლი ირაკლი მინდელი გირაოს სანაცვლოდ გასულ წელს გათავისუფლდა.
რაც შეეხება სალომე ჩარკვიანს, რომელიც აღნიშნულ საქმეზე იყო ბრალდებული, საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული.
ე.წ. მაგნოლიას ეპოზოდზე „ცენტრ პოინტი აჭარა“-ს თანამშრომლებს სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს, მაია რჩეულიშვილს და გუკა რჩეულიშვილს ბრალი სხვისი ქონების გაფლანგვის ბარლდებით დააკავეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შპს „ცენტრ პოინტ აჭარა“- ს ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
იტვირთბა....