ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოქტომბრიდან დღემდე შემწეობა 53 000 მოქალაქეს მოეხსნა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ოქტომბრიდან დღემდე შემწეობა 53 000 მოქალაქეს მოეხსნა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბრიდან დღემდე შემწეობა 53 000 მოქალაქეს მოეხსნა, აქედან 17 000 პენსიონერია, 7 000 კი ბავშვი. 53 000 შემწეობამოხსნილი მოქალაქიდან 43 000 სოფლად ცხოვრობს.

” უკვე ექვსი თვეა, რაც ჩვენ მოსახლეობის შეჭირვებული ფენა, ხელისუფლებამ ყველანაირი სახსრების გარეშე დატოვა. მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....