რუსეთის ქალაქ როსტოვში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშვდა, – ამის შესახებ reuters-ი საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით წერს. REN-TV-სთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ აფეთქება სკოლასთან ახლოს მოხდა და შედეგად სკოლის ტექნიკური თანამშრომელი დაშვდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სანქტ პეტერბურგის მეტროში ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქე დაკავებულია.