გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარმა რედაქტორი ელისო კილაძე ”ნიუ ჰოსპიტალში” იმყოფებოდა, სადაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე მოინახულა. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გელა ხვედელიძემ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლებს დეტალური ჩვენება მისცა:
”გელა ხვედელიძემ დეტალურად აღწერა ის, რაც ახსოვს. როგორც მან მითხრა, გამორიცხავს პირად შურისძიებას. მას არ ჰყავს პირადი მტრები. ასევე გამორიცხავს, მაგალითად, გიორგი ფარესიშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას. მან თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მასზე თავდასხმა და ეთანხმება ჩემს ვერსიას, რომ ამის უკან დგას კონკრეტული თანამდებობის პირი. გამოძიებისთვის დეტალური ინფორმაციის მიცემას ის აპირებს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ. მას აქვს გარკვეული ინფორმაციები. ასევე აგროვებს სხვა ინფორმაციებსაც. ამიტომ ვფიქრობ, მისი საბოლოო ჩვენება დეტალების დაზუსტებით ძალიან საინტერესო იქნება”, – განაცხადა ელისო კილაძემ.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. ის ნიუ ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც დღეს შსს-ს გამომძიებლებმა დაკითხეს.