გამომძიებლებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკითხეს, – ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, გამომძიებლები გელა ხვედელიძესთან კლინიკაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები პალატაში ჩაატარეს. ხვედელიძის დაკითხვა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, 3 აპრილს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები საკუთარ სახლთან დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.