სანქტ-პეტერბურგში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი შუა აზიის სხვადასხვა რესპუბლიკის 6 მოქალაქე დააკავეს.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია დაკავებულთა ვინაობა.
ძიების წინასწარი ინფორმაციით დაკავებულები შემდგომში ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, სანქტ-პეტერბურგში შუა აზიელების გადაბირებაზე მუშაობდნენ.