Business Contract-ი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 2017 წლის მარტში საქართველოში ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტმა 83,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 11,3 ათასი ტონით, 15,6 %-ით აღემატება.
იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან შემოვიდა- 21,4 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 25,6 %), რუსეთიდან – 19,8 ათასი ტონა (23,7 %), ბულგარეთიდან – 18,6 ათასი ტონა (22,2 %), თურქმენეთიდან – 12,8 ათასი ტონა (15,3 %), აზერბაიჯანიდან 4,2 ათასი ტონა (5,0 %), საბერძნეთიდან – 3,8 ათასი ტონა (4,5 %), კვიპროსიდან – 1,4 ათასი ტონა (1,7 %), დიდი ბრიტანეთიდან – 1,0 ათასი ტონა (1,2 %), შვეიცარიიდან – 0,5 ათასი ტონა (0,6 %), უკრაინიდან – 0,1 ათასი ტონა (0,1 %).