საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა:
”როგორც ცნობილ ფილშია ნათქვამი, „ომამდე ტანკისტი ვიყავიო“, მეც შემიძლია გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი. ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ვინ იცის, იქნება ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მე მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს ამ პროფესიის მიმართ, დღეს შექმნეს ასეთი მშევნიერი კლინიკა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.