საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა ჩატარდება, 7 აპრილს კი წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს:
“როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
იტვირთბა....