ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანონპროექტის თანახმად, ორის გარდა, მოწევა ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

დღეს, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. ცვლილებების პაკეტი ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

როგორც ალიანსში აცხადებენ, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში გამოთქვამენ იმედს, რომ პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლას არ დაექვემდებარება, კანონპროექტს მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და პირველი მოსმენით მიიღებენ.

იტვირთბა....