სანკტ-პეტერბურგის სამ მეტროსადგურში – „სენნაია პლოშჩადზე“, „სადოვაიასა“ და „სპასსკაიას“ გადასასვლელებზე კიდევ ბომბს ეძებენ, რადგან მეტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანონიმური ზარი ასაფეთქებლის არსებობის შესახებ მეტროსადგურებში შევიდა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს მეტროსადგურებს – „სენნაია პლოშადსა“ და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი-2“-ს შორის, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი გარდაიცვალა. საგამოძიებო ორგანოები მომხდარ ფაქტს ტერაქტის მუხლით იძიებენ.