საზოგადოება

“თოხიდან დაწყებული, გემებით დამთავრებული-რატომ უნდა შევიძინოთ, თუკი ჩვენით შეგვიძლია შევქმნათ?”

ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში წერს:

“მე არ ვიცი ხვალ საქართველო როგორი განვითარების გზით წავა, მაგრამ ერთი რისი დანამდვილებით თქმაც შემიძლია ის არის, რომ ნებისმიერ ხელისუფლების წარმომადგენელს შეუძლია თავისი სახელი რაიმე წარმატებულს დაუკავშიროს და ასეთი ფორმით ისტორიაში დარჩეს.

უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას თუ უკვე გამოცდილს, ვისაც არ ეზარება ახლის შექმნა, ვისაც ენერგია ერჩის და უნდა თავის ქვეყანას ემსახუროს, ხელი უნდა შეეწყოს. ამ ქვეყანაში სრული ყამირია! ყველაფერი გვჭირდება, თოხიდან დაწყებული, გემებით დამთავრებული. რატომ უნდა შევიძინოთ, თუკი ჩვენით შეგვიძლია შევქმნათ? უფრო მეტიც, შევქმნათ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს მივყიდოთ! ხელისუფლებას მივმართავ, ნუ დაკარგავთ დროს და მაქსიმალურად შეუწყეთ ასეთ ადამიანებს ხელი. მომღერლების ჩამოყვანა მაგარია, მაგრამ ისინი არაფერს გვიტოვებენ ისეთს, რაც შემდგომში მოსახლეობას წაადგება. თუ ჩამოყვანაზე დადგა საქმე, ილონ მასკი ან რიჩარდ ბრენსონი ჩამოიყვანეთ. მაგალითი იქნება ბევრი ჩვენი ბიზნესმენისთვის თუ რას ნიშნავს ავანგარდში ყოფნა, ვიდრე დაჭმუჭნული აეროსმიტის ყურება.” – წერს ციკოლია. 

 

იტვირთბა....